რუსეთში, პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფსკოვის საქალაქო სასამართლომ პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილე ლევ შლოსბერგი რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ გავრცელების საქმეში დამნაშავედ ცნო.
„სასჯელი განისაზღვროს 11 წლისა და 1 თვის ვადით, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით“, - განაცხადა მოსამართლემ.
როგორც გამოცემა „მედიაზონა“ წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციის“ ბრალდება ონლაინ სივრცეში გამართულ დებატებს უკავშირდება, სადაც შლოსბერგმა „უკრაინაში ცეცხლის სწრაფ შეწყვეტას“ დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა. პარტიას უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.