აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე თავისუფალია, ამის შესახებ მისი ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ იგი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

"იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ”, - აცხადებს კობა ფარტენაძე.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე იყო დაკავებული.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია