თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 40 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა

თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-შია აღნიშნული.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანგარიშში 40 ეკონომიკას ასახელებს, რომლებიც ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შედიან.

თეთრი სახლი „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ მონაწილე ეკონომიკებს სამ კატეგორიად ჰყოფს.

პირველი კატეგორია ისეთ ქვეყნებსა და სავაჭრო ბლოკებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის დიდ მოცულობას იღებენ, თუმცა დივერსიფიცირებულ სამრეწველო ბაზას ინარჩუნებენ. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან: კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი.

მეორე კატეგორია ისეთ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია აკავშირებთ. ეს კატეგორია ბრაზილიას, ინდონეზიას, მალაიზიას, ტაილანდს, თურქეთსა და ვიეტნამს მოიცავს.

მესამე კატეგორია ჩინეთის „მცირე სამიზნეებს“ მოიცავს. თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მცირე ზომის ეკონომიკები შედის. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არგენტინა, შვეიცარია, პანამა, კოლუმბია, ჩილე, კამბოჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები შედიან.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების მეშვეობით ტრანზიტს, კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო კავშირებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, ანგარიში „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შემავალ ეკონომიკებს ფუნქციურად ჰყოფს. ანგარიშის მიხედვით, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახმელეთო კვანძების ფუნქციური ჯგუფი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია