არმაზ ახვლედიანი - გიორგი ანწუხელიძის გმირულმა თავგანწირვამ უნდა გააერთიანოს ყველა, ვისთვისაც მტერი რუსეთია, მოკავშირე - დასავლეთი, მიზანი კი რუსეთისგან სრულად გათავისუფლებული, ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, საქართველოა

გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს უმთავრეს მტერთან, ოკუპანტ რუსეთთან, უკომპრომისო შეურიგებლობის გაუხუნარი სიმბოლოს დაბადების დღე დგება! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ახვლედიანი წერს, ანწუხელიძის ხსოვნის ყველაზე ღირსეულად პატივისცემა რუსეთისგან სრულად გათავისუფლებული, ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა იქნებოდა.

“მისმა გმირულმა თავგანწირვამ უნდა გააერთიანოს ყველა, ვისთვისაც მტერი რუსეთია, მოკავშირე - დასავლეთი, მიზანი კი რუსეთისგან სრულად გათავისუფლებული, ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, საქართველოა!

ფერისცვალების წინა დღესასწაულზე დაბადებული ანწუხელიძის ხსოვნის ყველაზე ღირსეულად პატივისცემაც სწორედ ასეთი სახელმწიფოს შექმნა იქნებოდა!” - წერს ახვლედიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია