აზერბაიჯანმა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებებისთვის რუსეთის სამ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებებისთვის რუსეთის სამ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციური მოწყობის ძალადობრივი გზით შეცვლის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის გაღვივების, ასევე ტერორიზმის საჯარო მოწოდებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში რუსეთის სამ მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების პროცესში საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, კერძოდ, ტელეკომპანია Moscow 24-ის ჟურნალისტმა და წამყვანმა ივან კნიაზევმა, პოლიტიკურმა კონსულტანტმა სემიონ ურალოვმა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველმა ალექსეი ჩადაევმა 2026 წლის 14 ივლისს, სემიონ ურალოვის YouTube-ის არხზე გამოსვლისას აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მოწოდებები გააკეთეს.

რუსეთის სამ მოქალაქეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ისინი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ეჭვმიტანილების გადაცემის მიზნით დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია