მედია - მოლდოვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოლდოვური მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს.

მოგვიანებით, ობიექტი შტფან-ვოდას რაიონში სათვალთვალო სისტემებიდან გაქრა და აფეთქების ხმა გაისმა.

ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე.

„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. მსგავსი ინციდენტები მიუღებელია“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია