აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა საუბრის შესახებ მის ინიციატივას უპასუხა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ამის შესახებ, მას შემდეგ განუცხადა, რაც სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ გამოაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საუბრის შესახებ მის თხოვნას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „თქვენ საიდან იცით?“ და აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინმა მის ინიციატივას უპასუხა.
ასევე, ტრამპმა უარყო კრიტიკა, რომ მოკავშირეების ინტერესებზე მეტად პრიორიტეტს ჩრდილოეთ კორეის მსგავს მოწინააღმდეგეებს ანიჭებს და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან მისი მიდგომით მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის.
„მას ბევრად უფრო უსაფრთხოს ვხდი. კიმ ჩენ ინი ყოველთვის დიდი პატივისცემით მეპყრობა. ჩვენ ორჯერ შევხვდით, ვისაუბრეთ და დრო გავატარეთ. მე მისი მესმის, მას კი ჩემი ესმის. მას კარგად ვუგებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.