დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება შესანიშნავი იდეაა

ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება შესანიშნავი იდეაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ბლოკადის მეშვეობით ვაკონტროლებთ მას და მე მისი ტერიტორიად გამოცხადების იდეა მომწონს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას არ ცდილობს. ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს ისეთი შეთანხმების დადება არ სურს, როგორიც აუცილებელია.

„მათ შეთანხმების დადება სურთ, მაგრამ არ გეგმავენ ისეთი შეთანხმება დადონ, როგორიც მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია. ჩვენ იქ ერთი მიზეზის გამო ვართ: ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია