ჯარედ კუშნერი - ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ “ჰამასის” განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი შესაძლოა დაახლოებით ერთ თვეში მოხდეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჩვენ შეიძლება დავინახოთ პროგრესი სულ რაღაც 30 დღეში, იმედია, იარაღის ნაწილის გატანის დაწყებაში“, - განაცხადა კუშნერმა.

მისი თქმით, ღაზას გვირაბების ამოვსება შესაძლოა მომდევნო 60-90 დღეში მოხდეს. კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, ღაზას აღდგენაში დაეხმაროს, თუმცა ამას დემილიტარიზაციის დაწყებამდე არ დაუშვებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ ღაზას აღდგენას დემილიტარიზაციის დაწყებამდე. არავის სურს მეტი ფულის ჩადება ისეთ ადგილას, რომელიც საბოლოოდ, ისევ ტერორისტების ხელში აღმოჩნდება. ასევე, ჩვენ არ შევზღუდავთ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, თუ რაიმე გარდაუვალი საფრთხე იარსებებს“, - აღნიშნა კუშნერმა.

მისი თქმით, ან „ჰამასი“ გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება.

„ვფიქრობთ, რომ ისრაელისთვის ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციაა. ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება აშშ-სა და სხვებისგან, რათა სამუშაო სათანადოდ დაასრულოს“, - აღნიშნა კუშნერმა.

მისი თქმით, „ძალიან გულითადი“ შეხვედრა ჰქონდა ჰამასის წარმომადგენლებთან, მაგრამ „ძალიან, ძალიან რთულია ტერორისტული ორგანიზაციის ნდობა“. „მათ ყველაფერი სწორად თქვეს, ამიტომ მივცემთ შანსს, რომ იმოქმედონ“, - აღნიშნა კუშნერმა.

ცნობისთვის, ჯარედ კუშნერი ორი დღის წინ ეგვიპტეში, „ჰამასის“ ახალ ლიდერს ხალილ ალ-ჰაიას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, კუშნერმა შეხვედრაზე „ჰამასის“ განიარაღების, ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა. გუშინ კი კუშნერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრაზე ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელების საკითხი განიხილეს, რომლის ფარგლებშიც „ჰამასის“ განიარაღება უნდა მოხდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა