რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა, რომ ირანთან მოლაპარაკებები განაგრძოს და სამშვიდობო ძალისხმევაში ანკარას მხარდაჭერა შესთავაზა, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დარყდნობით ავრცელებს.

„ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე დიპლომატიის მაქსიმალურად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ იმედოვნებენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და რომ თურქეთი კვლავაც გააგრძელებს სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას“, - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა და ტრამპმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ღაზაში მიმდინარე ომი და თურქეთს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილი თავდაცვის პაქტი.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები პალესტინელებზე გაიზარდა იმ დროს, როდესაც ღაზას სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზა უნდა ამოქმედებულიყო.

ირანელმა მაღალჩინოსანმა გუშინ Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი „სრულად შეტევით“ სამხედრო პოზიციაზე გადავა, რადგან ომის სამუდამოდ დასრულების მოლაპარაკების მცდელობები შეჩერდა. გამოცემა წერს, რომ ასევე შეჩერებულია პროგრესი ჰორმუზის სრუტეში ნავთობ ტანკერების მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით. თურქეთმა გააკრიტიკა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმა ირანზე, ასევე გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და სტრატეგიული სრუტის ხელახლა გახსნის მოწოდებით გამოდის.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა