შსს - დაკავებულია პირი, რომელიც დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით, დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა

დააკავეს პირი, რომელიც დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით, დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საბაბით კი დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ათობით მოქალაქესთან მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა. აღნიშნული საბაბით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ათობით მოქალაქესთან მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას. აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე 355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს