მედია - მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - 5 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის გოგონა, დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გუბერნატორმა განმარტა, რომ დრონი ბოგოროდსკის ურბანულ რაიონში Wildberries-ის საწყობს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რეგიონში 5 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსული მხარის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის თავზე 791 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, რომელთაგან 620 მოსკოვისკენ მიემართებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს