ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე  - რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული. რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, როდესაც ადამიანი საკუთარ გუნდს უპირისპირდება, ოპოზიციის ყველა განშტოება შემდეგ მას გმირად აცხადებს.

„ყოველ ჯერზე ასე ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია ყველა განშტოებით ყველაზე საზიზღარ ადამიანად აცხადებს და შემდეგ, როდესაც უპირისპირდება ეს ადამიანი საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ გმირად, პოლიტპატიმრად და ასე შემდეგ. მარტივი სქემაა და ეს სქემა ჩვენთვის საინტერესო არ არის.

ადამიანები გამოცხადებული გყავდათ ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსად და შემდეგ, თქვენს ეთერებში დადიან და გმირებად გამოაცხადეთ, პოლიტპატიმრებად და ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსებად.

როდესაც ოპოზიცია კონკრეტულ ადამიანს პოლიტპატიმრად აცხადებს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას. რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული. რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი“,- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს