რუსეთის საელჩო - ლონდონის მიერ უკრაინისთვის დრონების მიწოდებას შედეგები მოჰყვება - რაც უფრო მეტად დაუჭერს ის კიევის ტერორისტულ მანქანას მხარს, მით უფრო მაღალ ფასს გადაიხდის

რუსეთი გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო შედეგებით ემუქრება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ლონდონის ქმედებებს გარდაუვალად მოჰყვება შედეგები, რისთვისაც მას პასუხი მოუწევს. რაც უფრო ღრმად იქნება ის ჩართული კონფლიქტში და რაც უფრო მეტად დაუჭერს მხარს კიევის ტერორისტულ მანქანას, მით უფრო მაღალ ფასს გადაიხდის“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საელჩოს ამ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვალდებულები არიან, უკრაინას მიაწოდონ აღჭურვილობა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უკრაინას მივაწოდოთ აღჭურვილობა, რომელიც პუტინის უკანონო შემოჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ლონდონში რუსეთის საელჩომ შაბათს გაზეთ Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთში წარმოებული დრონები რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმებისთვის გამოიყენეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს