კახა კალაძე - როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძლიერი და ინტენსიური ნალექის შედეგად გამოწვეულ არცერთ პრობლემას არ დატოვებენ უყურადღებოდ.

„ეს ქალაქი ყველასია, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უნდა დავუდგეთ დედაქალაქს, ერთმანეთს. ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა არსებობდეს, 24 საათი ხაზზე ვართ, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის. არცერთ პრობლემას არ დავტოვებთ უყურადღებოდ. როგორც იცით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით, გქონდეთ ჩვენი იმედი. არავის დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას დაგეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში.

დედაქალაქში, აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში. როდესაც სიძლიერეზე ვსაუბრობ, ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებზე, რა თქმა უნდა, იქ ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაცია უფრო გამართულია, ვიდრე ჩვენთან, იქაც კი პრობლემებია ასეთ დროს“,- აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს