ლანა გალდავა - „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ისტორიულ ექსკურსში გადაეშვან, ისიც პროპაგანდისტული მიზნით

„ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ისტორიულ ექსკურსში გადაეშვან, ისიც პროპაგანდისტული მიზნით, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს გამართულ ბრიფინგს, სადაც მან „გეორგიევსკის ტრაქტატსა" და ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

როგორც გალდავამ აღნიშნა, შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ფონზე, „ქართული ოცნების“ ბრიფინგები არის ბელეტრისტიკა“.

„როდესაც შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობები, როდესაც ქვეყანა იხრჩობა კორუფციასა და ნეპოტიზმში, როდესაც ქვეყანაში არის ნარკოპანდემია, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი სოციალურად დაუცველი, მოსახლეობას არ აქვს ელემენტარულად ყოველდღიურად გადაადგილების, საჭმლის ფული, პენსიონერებს აქვთ არჩევანი იყიდონ მედიკამენტი თუ გადაიხადონ კომუნალური გადასახადი, ან იყიდონ ყოველდღიურად პური, ამ დროს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი არის ბელეტრისტიკა, რაღაც ახალი პროპაგანდისტული ბრიფინგების ჩატარება, არაფრის მთქმელი, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ისტორიულ ექსკურსში გადაეშვან, ისიც პროპაგანდისტული მიზნით“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს