ვოლოდიმირ ზელენსკი - პეჩენეგზე რუსეთის დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ

პეჩენეგზე რუსეთის დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენეგზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

„დღეს დილით რუსებმა ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენეგში ხალხმრავალ გზაჯვარედინზე სასტიკი დარტყმა განახორციელეს, რომლის ირგვლივ ფოსტა, მაღაზიები და საცხოვრებელი შენობებია. ამ ტრაგედიის ყველა გარემოება დგინდება. რუსების ამ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც მხარი დაუჭირონ ჩვენს სამართლიან კინეტიკურ პასუხებს და რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს