გია ვოლსკი - მიზანია, ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს, სხვა შინაარსი ამ უბადრუკ წერილში ვერ ამოიკითხება - თავქარიანი უნდა იყოს ადამიანი, პარტიის ლიდერს ურეკოს, მართლა ხომ არ გაგიგზავნია ასეთი წერილიო, იმედია, ღარიბაშვილი შეცდომაშია შეყვანილი

რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა ლაპარაკი?! - დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ელემენტარულად შეცდომაშია შეყვანილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წერილის მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა.

„აბსურდული თემაა წამოწეული. იქ [წერილში] ხაზგასმით იკითხება მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად ბიძინა ივანიშვილის. სხვა შინაარსი ამ უბადრუკ წერილში ვერაფერი ამოიკითხება.

ჯერ ერთი, ღარიბაშვილი არ ამბობს, რომ წერილი [ბიძინა ივანიშვილმა] გამომიგზავნაო. მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არის, რომ ადვოკატის მეშვეობით გამომიგზავნაო. ადვოკატი ამბობს, რომ მას ასეთი წერილი მისთვის არ გადაუცია. ესე იგი, სხვა წყაროდან მიიღო ეს მოსაზრება, რომელიც ფურცელზე გადაიტანეს. სრულად გამოვრიცხავ და არაკორექტულიც და არასერიოზულიც არის. თავქარიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ პარტიის ლიდერის ამასთან დაკავშირებით ურეკოს და ჰკითხოს, მართლა ხომ არ გაგიგზავნია ასეთი შინაარსის წერილიო. ეს აბსურდია.

რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა ლაპარაკი?! დანაშაული არის ჩადენილი ძალიან მძიმე, შემარცხვენელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ელემენტარულად შეცდომაშია შეყვანილი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს