კობა ფარტენაძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

ადვოკატი თემურ ქავშბაია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ არ ხდიან.

„სადაოდ არ ვხდით, არცერთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად დამოკიდებული ვართ მოსამართლის ლოიალურ დამოკიდებულებაზე. იმედია შემოიფარგლება გაფრთხილებით და არ გამოიყენებს მკაცრ სანქციას - პატიმრობას ან ჯარიმას“, - განაცხადა თემურ ქავშბაიამ.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე ორი დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, მას პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

კობა ფარტენაძემ გუშინ იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს