მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის შეღავათიანი ტრანზიტის დაწესების გამო საპროტესტო აქციებს აანონსებენ

მოლდოვას ფერმერთა ასოციაცია „ფერმერების ძალა“ მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ხელისუფლება 21 აგვისტომდე არაფერს მოიმოქმედებს უკრაინისთვის სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტზე დაწესებულ შეღავათთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სლუსარი, პრემიერ-მინისტრ ვასილე თოფანს შეხვდა და მას ფერმერების პოზიცია გააცნო.

„2022-2023 წლებში უკვე გვქონდა სიტუაცია, როდესაც მეზობელი ქვეყნიდან პროდუქციის ცუდად ორგანიზებულმა ტრანზიტმა შიდა ექსპორტი შეაფერხა. მოლდოველი ფერმერები იძულებულნი იყვნენ, თავიანთი პროდუქცია მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაეყიდათ. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ექსპორტი ლოგისტიკური ან საბაჟო დაბრკოლებების გამო საფრთხეში აღმოჩნდეს,“ - აღნიშნა სლუსარმა.

ასოციაცია გეგმავს, 21 აგვისტოს დაელოდოს, სანამ ტოფანი მათთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და შემდეგ, თუ დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს ვერ დაინახავს, მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

12 აგვისტოს გამოცხადდა, რომ უკრაინა და მოლდოვა მოლდოვის ტერიტორიაზე უკრაინული ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებზე 50%-იან ფასდაკლებაზე შეთანხმდნენ. მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისი პროდუქციის გაყიდვა და ჰქონდეს სახსრები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა