მედიის ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების შესაძლო წარმოების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების შესაძლო წარმოების საქმეზე გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის პროკურატურამ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება „საკუთარი ინიციატივით“ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა რუსული ჯგუფები საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ედუარდ ფილიპისა და გაბრიელ ატალის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიებს აწარმოებენ.

ასევე, პროკურატურა კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის, ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანის წინააღმდეგ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ფაქტებსაც იძიებს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო ორგანოებისგან „რუსული ქსელების“ მიერ „უცხოური ჩარევის“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც პროკურატურას მიმართეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე