ირაკლი ქადაგიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება - არ ვაპირებ ჭორაობას

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება - არ ვაპირებ ჭორაობას, - ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სპეკულაციის ფართოდ გაშლის საშუალებაა და დასძენს, რომ ამ სპეკულაციაში შესვლის სურვილი არ აქვს.

„ზოგადად, მე არ მახსენდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ვიღაცის ოჯახს, რომელიმე წევრის რაიმე საქმიანობის გამო, პრობლემა შექმნოდეს. ეს არანაირად არ არის ამ ხელისუფლების ხელწერა.

ეს წერილი არის სპეკულაციის ფართოდ გაშლის საშუალება. მე ამ სპეკულაციაში შესვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანიც არის, იმდენი სპეკულაციური აზრი შეიძლება განავითარო. ეს არის ერთგვარი სასპეკულაციო თემა, ამიტომ რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი პოლიტიკური გემოვნების, თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, ვერსიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, ტირაჟირებას.

მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მე ნუ მეკითხებით, მას ჰკითხეთ. არანაირი სურვილი არ მაქვს, სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო იმაზე, თუ რას ლაპარაკობს პატიმრობაში მყოფი ადამიანი მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს