გრიგოლ გეგელია - პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია - ეს გამოძახილია იმ ძალიან დიდი და ავისმომასწავებელი ფონისა, რაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მტრული, ანტიქართული პოლიტიკის პირობებში მივიღეთ

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და ხალხი ჩააგდო“.

გეგელიას თქმით, ქართველები სამშობლოდან მასობრივად გაედინებიან, მათ არალეგალურად დასაქმება უწევთ, ძალიან მაღალია კრიმინალის დონე, რაც „ქვეყნის შიგნით არსებულ კორუფციას, უპერსპექტივობასა და საყოველთაო უბედურებას გამოხატავს“.

„პოლონეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ის რომ მას ამ ტიპის ზომების მიღება უწევს, პირდაპირ გამოძახილია იმ ძალიან დიდი და ავისმომასწავებელი ფონისა, რაც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მტრული, ანტიქართული პოლიტიკის პირობებში მივიღეთ“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პოლონეთმა საქართველოდან, ასევე კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

მედიის ინფორმაციით, რეგულაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, შაბათს შევიდა ძალაში და კონკრეტულად პოლონეთში დასაქმების მიზნით შესულ პირებზე ვრცელდება.

პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს