დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - დიდი ბრიტანეთი უკრაინის 100%-ით მხარდაჭერას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის 100%-ით მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა.

ენდი ბერნემი ლონდონში რუსეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მოსკოვი დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო შედეგებით დაემუქრა.

ბერნემის თქმით, „დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ უკანონო ომში უკრაინას 100%-ით მხარს უჭერს“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ეს ამ კონფლიქტის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პოზიციას წარმოადგენს წინა პრემიერ-მინისტრების მხრიდან და ჩემ შემთხვევაშიც ასეა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს