ანდრეი სიბიგა - დროა, გაყინული რუსული აქტივების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ

დროა, გაყინული რუსული აქტივების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

ანდრეი სიბიგა კიევში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ პრევოს შეხვდა.

„გვჯერა, რომ დროა, გაყინული აქტივების საკითხს დავუბრუნდეთ, რათა განვიხილოთ ლეგალური მექანიზმები იმისთვის, რომ მათი უკრაინის მიერ გამოყენება მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის ღირებულება 600 მილიარდ დოლარს აღემატება.

„გაყინული აქტივები ერთ-ერთი ფუნდამენტური გზაა, რომელსაც ჩვენი მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია. ამიტომ, ჩვენ ამას ევროპულ დედაქალაქებში და არა მხოლოდ ევროპულ დედაქალაქებში აქტიურად განვიხილავთ“, - აღნიშნა სიბიგამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს