„ბიბლუსი“ გლდანის ფილიალში  ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

“ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის, - ამის შესახებ „ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნების დაზიანების ფაქტებს ეხება.

„ბიბლუსი“ თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ქმედება სრულიად მიუღებელია და უპატივცემულობის გამოვლენაა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე „ბიბლუსისა“ და მისი მომხმარებლების მიმართ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიზიარებთ „ბიბლუსის“ გლდანის მოლის ფილიალში მომხდარი ინციდენტის დეტალებს:

გადამოწმდა ჩვენი ყველა მაღაზია. ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, 3 ლაშა ბუღაძის და 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის - “ლიტერატურული ექსპრესი”, “დამკვირვებელი”, “დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე”.

“ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ „ბიბლუსის“ მიმართ.

ინფორმაციის დაზუსტებამდე საზოგადოებისთვის არასრული სურათის მიწოდება მართებულად არ მივიჩნიეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს