სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - აშშ-ის სანქციები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციები „ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.

„მოსამართლეების, პროკურორებისა და იმ თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ზომები, რომლებიც სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო სასამართლოსთვის მინიჭებული მანდატის შესასრულებლად მუშაობენ, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც სასამართლო ორგანოებს კანონის გამოყენების გამო საფრთხე ექმნებათ, საფრთხის წინაშე თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი დგას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანესა და უფროსი იურისტის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. მისი თქმით, აშშ სანქციებს უწესებს აღნიშნულ პირებს იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ სასამართლოს ძალისხმევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც სასამართლოს იურისდიქცია არ აქვთ აღიარებული. მარკო რუბიოს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის „კორუმპირებული და პოლიტიზებული სასამართლო, რომელიც ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და აჭარბებს მანდატს“. „არ შევეგუებით მის მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტზე თავდასხმას“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე