მიხაილ ფედოროვი - რუსეთმა არ უნდა განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას - დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას.

„უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება? და შემდეგ, რა მოხდება, თუ ომი კიდევ ერთ, ორ, სამ წელს გაგრძელდება? შეუძლია თუ არა რუსეთს მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ თავიანთი მთავრობის არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.

„ეს რთულია. უნდა უზრუნველვყოთ სამხედროებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასევე მილიონობით უკრაინელისთვის საზღვარგარეთ და ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგებისადმი ნდობა. მაგრამ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებლობას. უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა“, - აღნიშნა ფედოროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე