მედია - დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს მოუწოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შემოდგომაზე მოაწყონ.

წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეუძლია კიმ ჩენ ინი დაარწმუნოს, რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შესაძლოა, ნოემბერში შედგეს, როდესაც ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთში შეიკრიბებიან.

გამოცემის წყაროების განცხადებით, შეხვედრისთვის ოფიციალური მზადება ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე