მედია - უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები სპეცოპერაციას ატარებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სახალხო დეპუტატებისა და პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მოქმედებდა

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები სპეცოპერაციას ატარებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სახალხო დეპუტატებისა და პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მოქმედებდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სპეცოპერაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ.

„სპეცოპერაცია ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო საქმის ფიგურანტების ვინაობასა და დეტალებს ჯერჯერობით არ ასახელებს.

ბიუროში განაცხადეს, რომ საქმის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე