იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძალიან სამწუხაროა

აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„იაპონია ყოველთვის მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის ძალისხმევას, რომ გაასამართლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე დანაშაულები და კანონის უზენაესობა დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანესა და უფროსი იურისტის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

რუბიოს თქმით, აშშ სანქციებს უწესებს აღნიშნულ პირებს იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ სასამართლოს ძალისხმევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც სასამართლოს იურისდიქცია არ აქვთ აღიარებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე