დეპუტატი კირა რუდიკი მიხაილ ფედოროვს - საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება დაუშვებელია - არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად

უკრაინელი დეპუტატი და პარტია „გოლოსის“ ლიდერი, კირა რუდიკი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილ ფედოროვს ეხმაურება, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

„მიხაილ ფედოროვისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კონსტიტუცია მისი თანამდებობიდან გადაყენების გამო არ შეცვლილა. საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება დაუშვებელია. არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, - წერს რუდიკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას.

„უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება? და შემდეგ, რა მოხდება, თუ ომი კიდევ ერთ, ორ, სამ წელს გაგრძელდება? შეუძლია თუ არა რუსეთს მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ თავიანთი მთავრობის არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე