„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 519.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ყირგიზეთი, ჩინეთი და რუსეთია

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 519.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტი 4 670.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 21.6%-ით), ხოლო იმპორტი 10 849.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.4%-ით).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- ივლისში 6 178.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (521.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (493.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (437.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა

საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 652.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 377.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 299.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 960.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 815.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 792.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 160.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 571.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 356.3 მლნ. აშშ დოლარით (7.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 033.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 967.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 422.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.9 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე