3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პარტიამ მიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელი სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ბიულეტენში „ლელო-ძლიერი საქართველო“ საარჩევნო ნომრით - 9, ხოლო „ქართული ოცნება“ - 41 იქნება წარმოდგენილი.

2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. შესაბამისად, ამომრჩევლები მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

3 სექტემბერი ბოლო ვადაა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიებმა შესაბამისს საოლქო საარჩევნო კომისიებს მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარუდგინონ.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201- ია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე