სტამბოლში პაკისტანის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

სტამბოლში ამ თვის ბოლოს პაკისტანის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის - „რეგიონული ოთხეულის“ - საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები განიხილეს.

საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაკისტანელი კოლეგა სტამბოლის მინისტერიალზე მიიწვია. იშაკ დარმა მოწვევა მიიღო და შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე