ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა იყო, აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსზე მორგებული, თუმცა, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევდა დაავადებებს.

„ერთადერთი განსხვავება, რაც წინა წლისგან გვექნება, არის ის, რომ ქვეყანაში შემოვა სამ კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული ვაქცინის შემადგენლობაში შედის: ორი „ა“ ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი. გასულ წელს 4 კომპონენტიანი იყო, აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსის, თუმცა, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევს დაავადებებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, 3 კომპონენტიანია რეკომენდებული. ეს ვაქცინა 80 %-ით ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე