მედია - უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ჩხრეკა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის სამუშაო ადგილზე ჩაატარეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ჩხრეკა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის სამუშაო ადგილზე ჩაატარეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას სამუშაო ადგილზე ჩაატარეს.

ასევე, ჩხრეკა ჩატარდა აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ არჩეული სახალხო დეპუტატის ვადიმ სტოლარის სახლშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, სტოლარი ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება.

როგორც უკრაინული მედია წერს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმეში იუსტიციის სამინისტროსა და Sense Bank-ის წარმომადგენლები ფიგურირებენ.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ „სპეცოპერაციას ატარებდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ოპერაციას „ფორესტ გამპი“ უწოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე