გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვის მუქარა აბსურდული პროპაგანდაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „სულ უფრო სასოწარკვეთილი რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსურდულ პროპაგანდად“ აფასებს.

„უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული წარუმატებელი დამპყრობლური ომის გამო რუსეთში სულ უფრო მძაფრი ეკონომიკური და სოციალური შედეგების ფონზე, კრემლი სასოწარკვეთილად ცდილობს, მუქარებისა და დეზინფორმაციის გზით ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საერთაშორისო მხარდამჭერებზე“, - აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული.

„რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული. ყოველთვის ვიპოვით სწორ პასუხებს. ჩვენ ევროპული ერთიანობის დემონსტრირებას ვახდენთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი გაამკაცრებდა მეთოდებს, „რათა გაანადგუროს ყველაფერი, რაც კიევის სამხედრო მანქანას დასავლეთიდან კვებავს“.

„მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მეთოდებს ყველაფრის განადგურების მიზნით, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან კვებავს და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე