არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - როცა ადამიანს კორუფციული დანაშაული გაქვს აღიარებული, რა პოლიტიკაში მობრუნების გადაზღვევაზეა საუბარი?! - დაზიანებული რეპუტაციის კიდევ მეტად დაზიანებაზეა გადასული

როცა ადამიანს კორუფციული დანაშაული გაქვს აღიარებული, რაც 2026 წლის დასაწყისში მოხდა, რა პოლიტიკაში მობრუნების გადაზღვევაზეა საუბარი?! - ეს გონივრულობას მოკლებულია და ამაში ელემენტარული ლოგიკა არ არსებობს! ადამიანი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად დაზიანებაზეა გადასული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ის პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა.

დასმული კითხვის პასუხად, გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში კორუფციული დანაშაული თვითონვე აღიარა, ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დაეკისრა და „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კორუფციაში მხილებული პირი პოლიტიკაში დაბრუნდეს“.

გორდულაძის თქმითვე, როდესაც ახლა ადამიანი საუბრობს, რომ თითქოს მას დანაშაული არ ჩაუდენია და აღიარა იმის გამო, რომ გუნდი არ დაეზიანებინა, შემდეგ კი განცხადებებს ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს, „ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაზეა გადასული“.

„გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რომ ამ წლის დასაწყისში, მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია და საიდანაც მან პირადი სარგებელი მიიღო. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, ის შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ხან ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე საუბრობს, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე - თვითონვე ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა. საერთოდ, ეს წერილი რა არის და ხომ არ ჰგავს ეს წერილი მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც თავისი პრე-ისტორია ჰქონდა და როგორც გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

არ ვიცი, რა პოლიტიკაში შემობრუნებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ადამიანს კორუფციული დანაშაული თვითონვე აქვს აღიარებული. ამის შემდეგ კი საუბრობს, რომ მას რაღაც წერილი მიუვიდა და სხვა კორუფციული დანაშაული უნდა აღიაროს, რათა ამით პოლიტიკაში მოსვლა გადააზღვიოს. როცა ადამიანს კორუფციული დანაშაული გაქვს აღიარებული, რაც 2026 წლის დასაწყისში მოხდა, რა პოლიტიკაში მობრუნების გადაზღვევაზეა საუბარი?! - ეს გონივრულობას მოკლებულია, ამაში ელემენტარული ლოგიკა არ არსებობს. ადამიანი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად დაზიანებაშია გადასული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა