ირაკლი ფავლენიშვილი - ღარიბაშვილს ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს - პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც სრულიად გასაგებია

ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე კორუმპირებული იყო, როგორიც მთავრობის სხვა წევრები და მას ახლა მხოლოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც წარსული საქმეების გათვალისწინებით, „სრულიად გასაგებია“.

„ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო კორუმპირებული, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ამას ჩვენ ვიძახდით და სხვები უარყოფდნენ. ძალიან უცნაურია ამ კითხვის ჩვენთვის შემობრუნება, ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მასალებს საჯარო ორგანოებსაც კი ვაწვდიდით.

რაც შეეხება შიდა კლანურ ბრძოლას, ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს. ეს არის მისი შიშის საბაბი და არა მისი კორუმპირებულობის ან სხვა სამართლებრივი საქმეებისა. უბრალოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის ალიანსზეც და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ ალიანსში ყოფნის ან არ ყოფნის საკითხი აქტუალური არაა, რადგან „ალიანსი ფუნქციური აღარაა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ ალიანსის წევრობა ან არა წევრობა აქტუალური არ გახლავთ. არ მიმაჩნია, რომ ზოგადად ფუნქციონირებად ალიანსზე ვსაუბრობთ. ალიანსის სხვა წევრებიც აღნიშნავენ, რომ არ ფუნქციონირებს ის. ოფიციალურ პროცედურას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ არც არის პროცედურა საჭირო, როდესაც ალიანსის სხვა წევრებიც აღნიშნავენ, რომ ფუნქციური არ არის ის“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე