AI & Digital Commerce for Women 2.0 – BTU-ს და Mastercard-ის ინიციატივის მეორე ეტაპი იწყება

BTU-ს და Mastercard-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივის - AI & Digital Commerce for Women მეორე ეტაპი იწყება. AI & Digital Commerce for Women 2.0 არის 3-თვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, რომელიც საქართველოში შერჩეულ 25 ქალ მეწარმეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის ბიზნესების შექმნაში, გაშვებასა და განვითარებაში დაეხმარება.

ინიციატივის პირველი ეტაპის ფარგლებში 25 ქალი მეწარმის 12-თვიანი პროგრამა სექტემბერში დასრულდება. პროგრამის პირველი ნაკადის მონაწილეებმა გაიარეს ფინანსური განათლების, ციფრული და AI წიგნიერების, ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებების პრაქტიკული სწავლება და საკუთარი ბიზნესების განვითარებაზე იმუშავეს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად ქმნიან სრულად ფუნქციონირებად ონლაინ ბიზნესებს და ციფრული გადახდის უსაფრთხო სისტემების ინტეგრირებას ახორციელებენ.

მეორე ეტაპი მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს და გააერთიანებს ფინანსურ განათლებას, ციფრულ მეწარმეობას, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასა და ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარებას.

მონაწილეები პრაქტიკული სასწავლო მოდულების ფარგლებში იმუშავებენ ბიზნესიდეების სრულად ფუნქციონირებად ონლაინ ბიზნესებად გარდაქმნაზე, ციფრული გადახდის სისტემების ინტეგრირებასა და ბაზარზე გასვლისა და ზრდის სტრატეგიების შემუშავებაზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსური განათლება;
  • ციფრული მეწარმეობა;
  • ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები;
  • ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი;
  • ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნა;
  • ციფრული გადახდის სისტემების ინტეგრირება;
  • ონლაინ ბიზნესის გაშვება და მასშტაბირება.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა ციფრულ და ფინანსურ ჩართულობას, რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებასა და საქართველოს სხვადასხვა სოციალური და გეოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერას.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა, ინსტრუმენტები და პროფესიული კავშირები, რომლებიც მათ ციფრულ ეკონომიკაში აქტიური ჩართულობისა და მდგრადი ბიზნესების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 28 აგვისტომდე.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე