უკრაინული მედია - უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 266-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას კანდიდატურას კი ხმა 312-მა დეპუტატმა მისცა.

ევგენი ხმარამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვი შეცვალა, რომლის გათავისუფლებას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 16 ივლისს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას სიბიგასა და ხმარას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად დანიშვნის წინადადებები წარუდგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე