შიო III - ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს. გავა რამდენიმე თვე, თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო შიო III-მ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას, ფერი უცვალოს“.

„უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ, ჩვენ ყველას, ვინც ვართ მოსული ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო და არ მოუცია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის, იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა“,- აღნიშნა შიო მესამემ.

მისივე თქმით, ფერისცვალება ნიშნავს, რომ უარესებიდან გავხდეთ უკეთესი.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას ნიშნავს ფერისცვალება, რომ უარესებიდან გავხდეთ უკეთესი და გავხდეთ უფრო კარგები, მაგრამ უფრო კარგები არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით, როგორც ღმერთი ხედავს“,- აღნიშნა პატრიარქმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა