ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს

ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი კირვალიძის მიმართ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი კირვალიძის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ხვალ, 4 საათზე იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში“, - წერს ბორის ჩელე ყურუა.

ინფორმაციისთვის, გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. რის საფუძველზეც მას 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი დაუმტკიცდა თუმცა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, წარდგენილი ჰქონდა ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე