იაპონიისა და თურქეთის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და იაპონია-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს

იაპონიისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი X-ზე წერს.

მისი განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ირანის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იაპონურმა მხარემ დადებითად შეაფასა თურქეთის ძალისხმევა მედიატორის როლის შესრულებაში და მზადყოფნა გამოთქვა, ანკარასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები.

ამასთან, საუბრისას ხაზი გაესვა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

გარდა ამისა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე „თურქეთ-იაპონიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ გახსნა იგეგმება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე