ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები ზიანს იწვევს, თუმცა ამას კრიტიკული შედეგები არ მოჰყვება

რუსეთის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები ზიანს იწვევს, თუმცა ამას კრიტიკული შედეგები არ მოჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ეკონომიკური ზრდის ტემპებზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები ახდენს, როგორც გარე ზეწოლა, ისე სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები. რა თქმა უნდა, მსგავს თავდასხმებს კრიტიკული შედეგები არ მოჰყვება, არც მოჰყოლია და არც შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ზიანს გვაყენებენ. ეს ნათელია“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინის თქმით, მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად დაზიანებული საწყობების აღდგენას ხელი უნდა შეუწყოს.

„ამასთან, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და საწყობები, რა თქმა უნდა, აღდგენას საჭიროებს, მათ შორის, სახელმწიფოს მონაწილეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობას ვთხოვ, შესაბამისი პროგრამა მიიღოს. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენა ხარისხობრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე მოხდეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე