რუსული მედია - მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, “გაზპრომ ნეფტის” წარმომადგენლებმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე “დროებით მოქმედებს” ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები - ერთი ავტომობილისთვის 40 ლიტრამდე. დაშვებულია თუ არა საწვავის სხვა ჭურჭელში ჩასხმა, შესაძლებელია ადგილზე, კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურზე.

რუსულ მედიასთან “თატნეფტის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი 50 ლიტრს შეადგენს, დიზელისთვის - 60 ლიტრს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით AI-95 ბენზინი მოსკოვში “ნებტმაგისტრალის” მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი. კომპანიის თქმით, იმის გარკვევა, არის თუ არა გაყიდვაში დიზელი, კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურზეა საჭირო.

“ლუკოილის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ AI-92, AI-95 ბენზინი და დიზელი მოსკოვის მხოლოდ ორ ბენზინგასამართ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კრემლმა კვლავ დაიწყო მოსკოვის ბენზინით პრიორიტეტულად მომარაგების კამპანია. მათი წყაროების ცნობით, მოსკოვის რეგიონში საწვავის დეფიციტის ანაზღაურება აღმოსავლეთ რეგიონებიდან გადანაწილების ხარჯზე ხდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე