„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჯივიპის“ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარების გამო, წყლის მიწოდება გლდანის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს 20 აგვისტოს ღამის 23:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„20 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 20 აგვისტოს ღამის 23:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს, ღამის 23:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ილორის, ჭელიძის, ზარზმის, იპოლიტოვ ივანოვისა და ევგენი ხარაძის ქუჩებს; სარაჯიშვილის გამზირის N1, 1გ, 3, 5, 7, 9, 11, 13, 17, 19, 21,23, ქერჩის ქუჩის N1ა, N2.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე