დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ წელს კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წელს კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე ვერტმფრენის მოედნის გახსნის დროს მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე გეგმავს თუ არა ის წელს მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: “კი, ვგეგმავ”.

აშშ-ის პრეზიდენტს ამ შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“მას 57 ძალიან ძლიერი ბირთვული რაკეტა აქვს. არასდროს არ შეიძლებოდა ამის დაშვება, მათ არასდროს არ უნდა დაეშვათ ეს - მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ამას არასდროს არ დავუშვებდი",-განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე