რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 33

რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგები ქალაქის დარნიცკის, სვიატოშინსკის და სოლომიანსკის რაიონებში 12-ზე მეტ ადგილას ფიქსირდება.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო დაწესებულება და საგანმანათლებლო დაწესებულება. ხანძარი გაჩნდა დიდ ფართობზე განლაგებულ საწყობებში.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ 5 ადამიანი გარდაიცვალა. მიგვიანებით კი დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე